ავტორიზაცია
ნიკი: პაროლი:დაგავიწყდათ პაროლი?
ქართული კლავიატურა
დაგიმახსოვროთ ამ კომპიუტერზე?
შესვლა ფარულად

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )


 
Loading...

> საქართველოს უნივერსიტეტი, ზოგადი
RedSpecial
პოსტი Oct 30 2008, 02:13 PM
პოსტი #1


პრაგმატიკოსი
ჯგუფის ხატულა
ჯგუფი: რექტორი
პოსტები: 1,241
Points: 749

ფორუმზე გატარებული დრო:
65d 23h 21m 31s


სტატუსი: User is offline


2002 წლის მიწურულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორმა პროფესორმა გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ გადაწყვიტეს, გაეხსნათ ამერიკათმცოდნეობის ცენტრი, რომელიც მოამზადებდა მაგისტრანტებს ამერიკათმცოდნეობის მიმართულებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან მოლაპარაკების შემდეგ, გადაწყდა, რომ ცენტრი დაფუძნდებოდა სტუ-ში.

ცენტრის მუშაობის მიზანი იყო ამერიკის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყნის შესწავლა და კვლევა. მოგვიანებით, ანალოგიური პროგრამები მომზადდა ევროპათმცოდნეობის მიმართულებითაც. პროგრამები შემუშავდა იმ პრინციპით, რომ მაგისტრანტს, ამერიკის, თუ ევროპის ზოგადად შესწავლასთან ერთად, შესაძლებლობა ეძლევა, თავისი სურვილის შესაბამისად, დასპეციალდეს საზოგადოების ცხოვრების რომელიმე სფეროს მართვის დასავლურ მოდელში: საჯარო ადმინისტრირების, ბიზნეს-ადმინისტრირების, კულტურისა და განათლების მენეჯმენტის და ა.შ. მიმართულებით. 2004 წლის 1 ოქტომბრიდან აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა დაიწყო 35 მაგისტრანტმა.

ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ ტექნიკური უნივერსიტეტისა და ცენტრის ურთიერთობა ახლებურად გაფორმდა: 2004 წლის 21 ივლისს შეიქმნა შ. პ. ს. საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა (სმს). დამფუძნებლები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და კერძო პირები: პროფესორები გიული ალასანია და მანანა სანაძე.

სმს სწრაფად განვითარდა. სულ მალე მაგისტრანტების რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. მრავალფეროვანი გახდა მისი პროგრამებიც. იმავე 2004 წელს, პარტნიორებმა გადაწყვიტეს საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაზაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - უნივერსიტეტის დაფუძნება. შ. პ. ს. საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლას, როგორც დამფუძნებელს, გადაერქვა სახელი და ეწოდა: ?საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი?.

დამფუძნებლების ირგვლივ შემოიკრიბა თანამოაზრეთა და მაღალკვალიფიცირებულ პროფესორთა გუნდი, რომელთა უანგარო და თავდაუზოგავმა შრომამ ისეთი რთული წამოწყება, როგორიც, თანამედროვე, XXI საუკუნის უნივერსიტეტის შექმნაა, რეალობად აქცია.

შემუშავდა უნივერსიტეტის წესდება, სტრუქტურა და ჩამოყალიბდა უნივერსიტეტის მართვის უმაღლესი ორგანო - მეურვეთა საბჭო.
2005 წლის 24 მარტს ჩატარდა მეურვეთა საბჭოს პირველი სხდომა, რომელმაც მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია გიული ალასანია, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორად კი ? მანანა სანაძე.

იმ ჟამად, 2004-2005 წლებში უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარმოადგენდნენ: პრორექტორი ედუარდ რაუპი ამერიკელი პროფესორი, მშვიდობის კორპუსის მოხალისე, რომელიც ადმინისტრაციულ საქმიანობას ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც უთავსებდა და ყოველ სემესტრში 2-3 სალექციო კურსს კითხულობდა; ფინანსური მენეჯერი კოკა თოფურია, ოფის-მენეჯერი ნინო ურუშაძე, სტუდენტთა რეგისტრატორი ციცი პეტრიაშვილი (2005-2006) წლებში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის გამგე), ინფორმაციული უზრუნველყოფის მენეჯერი და ვებ-დიზაინერი ავთანდილ ფრანგულაშვილი, საგარეო ურთიერთობებისა და საუნივერსიტეტო კავშირების მენეჯერი, ამერიკელი ფულ-ბრაიტელი პროფესორი მიკაჰ აკი, რომელიც აგრეთვე ადმინისტრაციულ საქმიანობას სალექციო კურსების კითხვასაც უთავსებდა; გრანტებისა და პროექტების მენეჯერი, სამართალმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი გიორგი ღლონტი, 2005 წლის მეორე ნახევრიდან ის სათავეში ჩაუდგა ახლად აღმოცენებულ სამართლის სკოლას; სტუდენტთა სტაჟირებისა და დასაქმების მენეჯერი, სამართალმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი მარინე მესხიშვილი, რომელიც მცირე ხნით საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების დეპარტამენტსაც ხელმძღვანელობდა.

ამავე, 2004-2005 წლებში უნივერსიტეტის პროფესორები და იმავდროულად საუნივერსიტეტო დეპარტამენტებისა და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელები იყვნენ: ეკონომიკისა და ბიზნესის დეპარტამენტის - ივერი კაკუბავა (დოქტორი), ამერიკათმცოდნეობის ? ნუგზარ სიხარულიძე (დოქტორი), ინფორმაციული ტექნოლოგიების - სერგო ცირამუა (დოქტორი), ევროპათმცოდნეობის - ცირა ჩიკვაიძე (დოქტორი), ანთროპოლოგიის - თინათინ ღუდუშაური (დოქტორი), კულტურის მენეჯმენტის ? ნინო კიტოვანი (მაგისტრი), განათლების მენეჯმენტის ? ირინე ბახტაძე (დოქტორი); მედიისა და მასკომუნიკაციების - ნათია კალაძე (მაგისტრი); საერთაშორისო ურთიერთობების - კორნელი კაკაჩია (დოქტორი), საზოგადოებრივი ჯანდაცვის - თამარ ლობჟანიძე (მაგისტრი); საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების ? დავით გვენეტაძე (მაგისტრი); ამათ გარდა 2004-2005 წლებში უნივერსიტეტში სალექციო კურსებს კითხულობდნენ ისეთი შესანიშნავი ქართველი და უცხოელი პროფესორები, როგორებიც არიან: გია ქინქლაძე (დოქტორი), თემურ ვარდოსანიძე (დოქტორი), ვასილ ჭყოიძე (მაგისტრი), ნიკოლოზ მახარაშვილი (დოქტორი), ნანა ფიფია (მაგისტრი), ვასილ კაჭარავა (დოქტორი), ლია გოქსაძე (მაგისტრი), პაატა მიქაძე (დოქტორი), ირინე ბახტაძე (დოქტორი), ამერიკელი პროფესორები: ჯონ მაკედონი (მაგისტრი), კეროლინ კემპელი (დოქტორი) და სხვ.

2005 წლის მიწურულში გარკვეული ცვლილებები მოხდა შ. პ. ს. ?საქართველოს უნივერსიტეტის?, როგორც საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებლის რიგებში: საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, საჯარო სამართლის პირებს აეკრძალათ კერძო სამართლის პირი ორგანიზაციების დაფუძნება, ან ასეთი უკვე დაფუძნებული ორგანიზაციების მართვაში დამფუძნებლის სტატუსით მონაწილეობა. ამის გამო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოვიდა შ. პ. ს. ?საქართველოს უნივერსიტეტიდან? და შესაბამისი იურიდიული პროცედურის გავლით, თავისი უფლება-მოვალეობები გადასცა დარჩენილ პარტნიორებს.

2005-2007 წლებში უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სამაგისტრო პროგრამებს საბაკალავრო პროგრამები დაემატა. პირველი ბაკალავრები უნივერსიტეტმა მიიღო 2005 წლის სექტემბერში, სულ 117 სტუდენტი. 2007 წლისათვის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო რიცხვმა 600 გადააჭარბა. 2006 წლის შემოდგომიდან უნივერსიტეტში ამუშავდა სადოქტორო პროგრამები. პირველი დოქტორანტი, რომელსაც თავისი სადოქტორო პროგრამის კრედიტების ტრანსვერის, სუ-ში სადოქტორო დისერტაციის დასრულების, ნაშრომის წიგნად გამოცემისა და 2006 წლის 19 ნოემბერს სუ-ის ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს წინაშე სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ, დოქტორის ხარისხი მიენიჭა, იყო ედუარდ რობერტ რაუპი.
Go to the top of the page
ჩასვი ნიკი
+Quote Post
 
Start new topic
გამოხმაურებები (1 - 2)
ვახო
პოსტი Mar 5 2009, 04:17 PM
პოსტი #2


უსტუდბილეთო
*
ჯგუფი: წევრი
პოსტები: 50
Points: 0

ფორუმზე გატარებული დრო:
1d 13h 1m 26s


სტატუსი: User is offline


მაგრად არ მევასება საქართველოს უნივერსიტეტი (IMG:style_emoticons/default/happy.gif)
Go to the top of the page
ჩასვი ნიკი
+Quote Post
NikaLai
პოსტი Sep 8 2009, 12:45 PM
პოსტი #3


CentuRy ChiLd
*******
ჯგუფი: წევრი
პოსტები: 1,772
Points: 3,644

ფორუმზე გატარებული დრო:
754d 2h 51m 41s


სტატუსი: User is offline


ა ძმაო უნივერსიტეტი არი ეს.

მართალია ძვირია და ნაგავი ადმინისტრაცია არის ჩემი ბიძაშვილის ნათქვამს თუ ვენდობით და ეს ასეც არის ნამდვილად,მაგრამ ხალხი სწავლობს ძალიან მაგარი

და იგრძნობა შედარებით მაღალი დონე სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით.(IMG:http://www.pic4ever.com/images/whitehair.gif)
Go to the top of the page
ჩასვი ნიკი
+Quote Post

Reply to this topicStart new topic

ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია | SEO by MINEVO ახლა არის: 8th September 2010 - 08:24 AM

 

Анализ сайта
 
 
   

Disigner