ფორუმის წესები
www.studforum.ge არის სტუდენტური ფორუმი, სადაც ჩვენ, სტუდენტები ვეცნობით ერთმანეთს და ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხზე, ანდა უბრალოდ ვჭორაობთ თუ რომელ უნივერსიტეტში უფრო ლამაზი გოგოა და ა.შ.
ურთიერთობა უფრო სახალისო რომ გავხადოთ, ჩვენ, ადმინისტრაციამ გადავწყვიტეთ რამოდენიმე წესი შემოვიღოთ, რომლის დაცვაც მოეთხოვება ყველას, მომხმარებლიდან დაწყებული ადმინებამდე და არშესრულების ანდა დარღვევის შემთხვევაში დაწესდეს დასჯის ზომები.
ამ ფორუმზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით იმას, რომ ამ ფორუმს არ გამოიყენებთ იმისათვის, რათა დაპოსტოთ ნებისმიერი მასალა, რომელიც შეიძლება იყოს შეგნებულად არასწორი, დისკრედიტირებადი, არაზუსტი, შეურაცხმყოფელი, ვულგარული, არაწესიერი, სექსუალურად ორიენტირებული, მუქარის ან აგრესიის გამომხატველი, საქართველოს კანონმდებლობის რომელიმე კანონის დამრღვევი ან მასალა, რომელიც დაარღვევს ვინმეს საავტორო უფლებებს. |